ნარკოპოლიტიკა

კალაძე: ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული 8 ნარკორეალიზატორიდან 2 გათავისუფლებულია

ტაბულა

"ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი, აქედან როგორც ვიცი 2 არის გამოშვებული და პატიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი", - ამბობს კახა კალაძე. ტაბულა დედაქალაქის მერის განცხადების გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ცდილობს. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მის თანამშრომლებს დაკავებულებმა განუცხადეს, რომ მათი აყვანა არა კლუბებში, არამედ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ 22:00-მდე გიორგი კვირიკაშვილი გამოსულიყო საგანგებო განცხადებით და მას საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე კარვებს გაშლიდნენ. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები