ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ნარკოპოლიტიკა

პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვის უფლება მისცა

შაბათი, 12 მაისი, 2018 - 18:55
tbl.ge/2x4u
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

 


ფოტო: ტაბულა
თბილისში პარლამენტის ძველ შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვის უფლება მისცა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები გამზირის მთელ ტერიტორიას იკავებენ. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის.

"ეს არის პოლიცია სწორი ქმედება და არა ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ის გვიკავია ჩვენ. ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

პარლამენტის ძველ შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. მათ გარშემო პოლიციის კორდონია. სპეცრაზმი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში არის მობილიზებული. ამასთანავე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ასახულია როგორ მიემართებიან ქალაქის ცენტრისკენ წყლის ჭავლის მანაქნები. თუმცა შსს სპეცტექნიკის მობილიზებას არ ადასტურებს. 

აქციის მონაწილეები წუხელ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და შემდეგ გამართული მხარდამჭერი აქციის დარბევას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

 

ნარკოპოლიტიკასპეცოპერაციები კლუბებში

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026 - 03:23ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
  • პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025 - 22:48სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
  • ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი, 2025 - 22:54ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
  • ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025 - 14:08ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
  • ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025 - 12:03ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან 1 120 000 ადამიანი დგას
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 13:04

პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან 1 120 000 ადამიანი დგას

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე იერიში მიიტანა, დაზიანდა აეროპორტი – აშშ-მ საპასუხოდ დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 12:37

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე იერიში მიიტანა, დაზიანდა აეროპორტი – აშშ-მ საპასუხოდ დაარტყა

თევზი 20.9%-ით გაძვირდა, ხორცი 10.1%-ით, გაიაფდა ბოსტნეული – წლიური ინფლაცია 5.7%-ია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 12:16

თევზი 20.9%-ით გაძვირდა, ხორცი 10.1%-ით, გაიაფდა ბოსტნეული – წლიური ინფლაცია 5.7%-ია

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში