ოჯახში ძალადობა

ცოლის ხელებით და ფეხებით ცემაში ბრალდებულს 6 თვე მიუსაჯეს

www.iranhumanrights.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - ნ.მ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ძირს დააგდო და ხელებით და ფეხებით სცემა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - ნ.მ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ძირს დააგდო და ხელებით და ფეხებით სცემა. ზ.დ-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ზ.დ 2018 წლის 31 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) წარედგინა.

კომენტარები