ხვალ თბილისში გაიმართება ჩვენი პარტიის ყრილობა, ავირჩევთ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და დავამტკიცებთ პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. ყრილობას აქვს მხოლოდ სამუშაო დატვირთვა, მას დაესწრებიან მხოლოდ დელეგატები და ჩატარდება კამერულ სამუშაო ვითარებაში. პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობაზე უკვე იმსჯელა დღეს არსებულმა პოლიტსაბჭომ. შესაბამისად, ეს შემადგენლობა უკვე ფორმალურად არის წარდგენილი ყრილობის წინაშე და ხვალ ყრილობის დელეგატები დაამტკიცებენ განახლებულ შემადგენლობას.
ოცნების ყრილობა
თალაკვაძე: ყრილობას აქვს სამუშაო დატვირთვა, ჩატარდება კამერულ სამუშაო ვითარებაში





