ოცნების ყრილობა

ბესელია: არავითარი პომპეზურობა არ იქნება, იქნება ძალიან საქმიანი ყრილობა

ტაბულა

ეკა ბესელიათ თქმით, ქართული ოცნების ხვალინდელი ყრილობის მთავარი მოვლენა პარტიის ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება. ბესელია ამბობს, რომ  "არავითარი პომპეზურობა არ იქნება".

"მთავარი მოვლენა ამ ყრილობის, რა თქმა უნდა, იქნება თავმჯდომარის არჩევა და ბიძინა ივანიშვილი არის დასახელებული კანდიდატად. მე მგონი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილება, რაც მე პირადად, მგონია, რომ იქნება პარტიისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. არავითარი პომპეზურობა არ იქნება. იქნება ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა, რომლის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ.

ხვალ პარტია ქართული ოცნების რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. 

ქართლუმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგებლობა რამდენიმე დღის წინ უკვე დაამტკიცა. 

წევრთა რაოდენობა შემცირდა და ამჯერად პოლიტსაბჭოში არა 21, არამედ 15 ადამიანი იქნება. ძველ წევრებიდან უმრავლესობა, 14 ადამიანი ახალ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. მათ შორის არიან:

ეკა ბესელია,

ირაკლი სესიაშვილი,

თემურ ჭკუასელი,

გედევან ფოფხაძე

ნოდარ ხადური,

ზვიად კვაჭანტირაძე,

დავით კოღუაშვილი,

ირინე ფრუიძე,

რომან კაკულია,

სოფიო კილაძე,

აკაკი ზოიძე,

ზვიად გონაძე

მანანა კობახიძე,

დავით ბაქრაძე.

ძველი წევრებიდან პოლიტსაბჭოში დარჩა 7 ადამიანი. მათ შორის: 

გიორგი კვირიკაშვილი,

კახა კალაძე,

ირაკლი კობახიძე,

გიორგი ვოლსკი,

დავით საგანელიძე,

ირაკლი ტრიპოლსკი,

მამუკა მდინარაძე.

პოლიტსაბჭოში აირჩიეს 8 ახალი წევრი. მათ შორის:

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი;

ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე;

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე;

პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძე;

პარლამენტის წევრი, ბიძინა გეგიძე;

მთავრობის წევრი, მაია ცქიტიშვილი;

მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი.

 

კომენტარები