ფინანსები

გოცირიძე: იტალიური ბანკი გირაოდ ყველს იღებს, ჩვენთან კი ბინის დაგირავება იკრძალება

ერთ-ერთი იტალიური ბანკი გირაოდ ყველ პარმეზანს იღებს. ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა და მთავრობის მიერ ფეხქვეშ გაგდებულმა ეროვნულმა ბანკმა, ლომბარდში მანქანების და სხვა სახის ქონების ჩადება უნდა ავკრძალოთო. 

ასეულ ათასობით ადამიანს უზღუდავენ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ლომბარდებთან წვდომას და შავი ბაზრისკენ ერეკებიან. შავ ბაზარზე კი გასესხებული ფულის დაბრუნების მექანიზმი არის არა გირაო და სახელმწიფო აღმასრულებელი, არამედ კრიმინალური არბიტრაჟი და რეკეტიორები. 

შევარდნაძის ეპოქაში აბრუნებს ხალხს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

საკუთარ facebook-ზე წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე. Credito Emiliano იტალიური ბანკია, რომლის საცავებშიც მილიონობით ევროს ღირებულების ყველია დაცული. იტალიაში კომპანიებს სესხის უზრუნველყოფაში ფულთან და უძრავ ქონებასთან ერთად უმაღლესი ხარისხის ყველის ჩადებაც შეუძლიათ. ამის გამო მრავალი მწარმოებელი კრედიტის აღებისთვის ბანკს საუკეთესო ხარისხის პარმეზანს გადასცემს, რაც სესხის დაფარვამდე ბანკის სპეციალურ საცავებში ინახება.

კომენტარები