სირია

დამასკოს სამხედრო ბაზასთან ისრაელიდან გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდეს

AFP

სირიული მედიის მიხედვით სამთავრობო ძალებმა ისრაელიდან დამასკოს მიმდებარედ სირიის არმიის პოზიციების მიმართულებით გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

სირიის მთავრობა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ირანელი მებრძოლები.

ისრაელს შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სირიაში სამთავრობო ძალების ბაზებზე, რომელსაც სირია, ირანი, ჰეზბოლა და მათი მოკავშირე ძალები იყენებენ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი, უმეტესობა ირანელი მებრძოლი. დაშავდა 60-ზე მეტი.

გავრცელებული ცნობით სარაკეტო დარტყმები ისრაელმა განახორციელა.

კომენტარები