მთავრობის ადმინისტრაცია

კვირიკაშვილის ბრძანებით მთავრობის ადმინისტრაციაში სრული რეორგანიზაცია დაიწყო

ტაბულა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება - შესაბამისი ბრძანება გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა. 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის შედეგად მიღებული იქნება მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანად ან ნაწილობრივ განახლებული სტრუქტურა.

  1. სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, დაწყებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მიღებული იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანად, ან ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა;
  2. ადმინისტრაციული მართვის ერთეულს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დაევალოს არაუმეტეს ერთი თვის ვადაში რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე ამ ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის ყოველი დასაქმებულისთვის სრულად გაცნობა.

ამ ეტაპზე უცნობია საბოლოოდ რა მასშტაბის იქნება კანცელარიაში რეორგანიზაცია და მოხდება თუ არა შტატების შემცირება. 

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 16,5 მილიონი ლარია, უწყებაში 240 ადამიანი მუშაობს

კომენტარები