9 მაისი

პრეზიდენტი: წელს ვაჯილდოებთ 100 წლის და უფრო უფროს II მსოფლიო ომის ვეტერანებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის" ღირსების ორდენით დააჯილდოვა 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 

"ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.

თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას იღებდა, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ასი წლის და ას წელზე უფრო უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში" - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები