პრეზიდენტის არჩევნები 2018

ჭკუასელი: საპრეზიდენტო კანდიდატად ადამიანების დათანხმება ცოტა ჭირს

ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მონა-მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები... მე თვითონ ორი ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, როგორ იქნება. თვითონაც [ბიძინა ივანიშვილი] ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები. არ შემიძლია [იმის თქმა, ვინ არის], ამას ვერ გეტყვით. ყველასთვის საყვარელი ადამიანია, მამაკაცი.

ქართული ოცნების წევრი თემურ ჭკუასელი რუსთავი -თან საუბარში, საპრეზიდენტო კანდიდატზე.

კომენტარები