გირჩი

ხვიჩიას და მეგრელიშვილს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, ზურაბ ჯაფარიძეს - ჯარიმა

სასამართლომ გირჩის წევრებს იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურა ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გირჩის წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

გირჩის სხვა წევრებთან ერთად დაკავებული იყო პარტიის ერთერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც. 

უფრო ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები