საქართველოს მთავარობა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მთავრობა 5 მლნ ლარს გამოყოფს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

თანხა გადანაწილდება ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე.

"ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები რეაბილიტირდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირებზე, ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები