საქართველოს მთავარობა

გიორგი კვირიკაშვილი ვიცეპრემიერად დაინიშნა

government.gov.ge

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა. პრემიერმა ივანიშვილმა კვირიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს, 26 ივლისს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

"სიურპრიზი იყო თქვენთვის?" - ამ კითხვით მიმართა ივანიშვილმა მთავრობის წევრებს. - "თვითონ გიორგისთვისაც (კვირიკაშვილისთვის) სიურპრიზი იყო. ახლა ამ დილით მოვახერხე და გავაცანი", - განაცხადა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია, გასულ კვირას უკვე დატოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მარგველაშვილი მისმა მოადგილემ, თამარ სანიკიძემ შეცვალა. 

კომენტარები