ტენდერები

მერია 30 ცალ თეთრ, ფინანსთა სამინისტრო კი 40 ცალ ლურჯ ავტომობილს ყიდულობს

GETTY

მთავრობამ სახელმწიფო უწყებებს შავი ავტომობილების შესყიდვა აუკრძალა. ამიტომაც, საჯარო დაწესებულებებმა შავის ნაცვლას სხვა ფერის ავტომობილებზე გამოაცხადეს ტენდერები. მერიამ 1,488,450 ლარად 30 თეთრი ავტომობილი შეისყიდა

კალაძის უწყებამ Hyundai საქართველოსთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. მერია Hyundai Ioniq-ს ყიდულობს.

ფინანსთა სამინისტრომ კი ორი ტენდერი გამოაცხადა, პირველი 1,548,000-ლარიანი ტენდერით უწყება 30 ცალ ბენზინზე მომუშავე ლურჯ ავტომობილს შეიძენს, ხოლო მეორე 530,000-ლარიანი ტენდერით სამინისტრო 10 ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენს.

სამივე ტენდერის საერთო ღირებულება 3,566,450 ლარია, საშუალოდ ერთი შესასყიდი ავტომობილის ღირებულება 50,949 ლარია. 

ამაზე მსხვილი ტენდერი აქვს გამოცხადებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ოპერატორ სახელმწიფო კომპანია "მექანიზატორს". სახელმწიფო კომპანია 10,7 მილიონ ლარად 180 ცალ პიკაპს ყიდულობს.

ასევე გაიგეთ სულ რამდენი ავტომობილი ეკუთვნის სახელმწიფოს.

კომენტარები