ეროვნული ბანკი

სებ-მა ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის ორი ბანკი 1,900,000 ლარით დააჯარიმა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით (PDF დოკუმენტი) სებ-მა ორი კომერციული ბანკი ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 1,900,000 ლარით დაჯარიმდა. 

ტაბულამ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით კონკრეტულად რომელი ბანკები დაჯარიმდნენ, თუმცა სებ-ის განცხადებით ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. 

ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების კანონმდებლობის აღსრულებას რისკებზე დაფუძნებული ზედამხედევლობის სისტემით ახორციელებს.

კონკრეტულად კი ასეთი მიდგომა მოიცავს დისტანციური ფორმით პრობლემური ინსტიტუტის ან ინსტიტუტის შიგნით არსებული რისკების იდენტიფიცირებას და იდენტიფიცირებული რისკების შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების გატარებას.

2017 წელს სებ-მა ჯარიმები დააკისრა არასაბანკო საფინანსო დაწესებულებსაც. ამ ჯარიმების საერთო მოცულობა 712,750 ლარია. ამასთანავე, 6 საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, 63 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და 1 ფულადი გზავნილის განმახორციელებელ პირს რეგისტრაცია გაუუქმდა.

კომენტარები