Facebook

facebook-მა გაცნობების აპლიკაცია წარადგინა, Tinder-ის აქციები 20%-ით დაეცა

flickr.com

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა ახალი სერვისი, გაცნობების პლატფორმა წარადგინა. ამ გადაწყვეტილებით Facebook-ი, რომელსაც 2.2 მილიარდი მომხმარებელი ჰყვას გაცნობითი აპლიკაციების ბაზარშე შევიდა. შედეგად, ახალი პორტალის გამოცხადებისთანავე 20%-ით დაეცა Tinder-ის, OkCupid-ისა და Match.com-ის მფლობელის Match Group-ის აქციების ღირებულება. 

"Facebook-ი ადამიანთა დასაახლოებლად შევქმენით. ჩვენს 200 მილიონ მომხარებელს მითითებული აქვს, რომ ის მარტოა, რა თქმა უნდა ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები დავაახლოვოთ", - თქვა ზაკერბერგმა.

Facebook Dating იმუშავებს, როგორც ყველა სხვა Facebook-ის პლატფორმაზე აქამდე შექმნილი აპლიკაციები. მომხმარებლებს, რომლებსაც ენდომებათ, რომ უფრო მეტი პერსონალური ინფორმაცია გასცენ საკუთარი თავების შესახებ და მეწყვილეც იპოვნენ, ცალკე "გასაცნობი" პროფილი ექნებათ და ნაცვლად, ინორმაციისა, მათი პროფილი "პოტენციური მეწყვილეებით" დაიტვირთება. აპლიკაციის მეშვეობით პირის კონკრეტულ ფოტოზე შეიძლება დაიწყოს ანონიმური ჩეთი. ეს ჩეთი არ იქნება არც მესენჯერთან და არც ვოთსაფთან ინტეგრირებული.

"პოტენციური მეწყვილეების" სიაში არ შევლენ ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში მეგობრების სიაში გყავთ.

კომენტარები