დანაშაულის სტატისტიკა

2018 წლის მარტის სტატისტიკა - რა დანაშაული გაიზარდა და რა ტიპის - შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტის თვის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს-ს მონაცემებით, 2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55.72%-ით გაიზარდა. 2017 წლის მარტში 3455 დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან გაიხსნა 1356 საქმე (39.25%), 2018 წლის მარტში კი, სულ 5380 დანაშაული დარეგისტრირდა, აქედან გაიხსნა 1448 საქმე (26.91%). ჯამში, 2018 წლის მარტში 1925 დანაშაულით მეტი მოხდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

გაიზარდა

  • დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ - 97.6%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 125 ფაქტი, 2018 წელს - 247).
  • მკვლელობის მცდელობა - 33%-ით, (2017 წლის მარტში აღირიცხა 3 ფაქტი, 2018 წელს - 4).
  • მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - 300%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 1 ფაქტი, 2018 წელს - 4).
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა - 117.5%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 97 ფაქტი, 2018 წელს - 211).
  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - 215%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 13 ფაქტი, 2018 წელს - 41).
  • ოჯახში ძალადობა - 350%-ით (2017 წელს აღირიცხა 96 ფაქტი, 2018 წელს - 432).
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა - 300%-ით (2017 წელს დაფიქსირდა 0 ფაქტი, 2018 წელს - 3).
  • გაუპატიურება - 500%-ით (2017 წელს დაფიქსირდა 1 შემთხვევა, 2018 წლის მარტში - 6).
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა - 66.67%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 6 ფაქტი, 2018 წელს - 10).
  • ტრეფიკინგი - 200%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 1 ფაქტი, 2018 წელს - 3).
  • მუქარა - 325.8%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 31 შემთხვევა და 2018 წელს - 132).
  • დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ - 200%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 4 ფაქტი და 2018 წელს - 12).
  • დანაშული საკუთრების წინააღმდეგ - 75.34%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 1253 ფაქტი და 2018 წელს - 2197).
  • ხულიგნობა - 180%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 5 და 2018 წელს - 14 შემთხვევა).
  • სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა - 31.2%-ით (2017 წლის მარტში დაფიქსირდა 16 შემთხვევა, 2018 წელს - 21).
  • დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ - 450 %-ით (2017 წელს აღირიცხა 4 ფაქტი, 2018 წელს - 22).
  • დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ - 200%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 0 შემთხვევა, 2018 წელს - 2).
  • ნარკოტიკების კონტრაბანდა - 42.86%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 14 ფაქტი და 2018 წელს - 20).
  • სატრანსპორტო დანაშაული - 10%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 409 შემთხვევა, 2018 წლის მარტში - 450).
  • სამოხელეო დანაშაული 75.6%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 41 შემთხვევა და 2018 წელს - 72).

შემცირდა

  • განზრახ მკვლელობა - 40%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 7 ფაქტი, 2018 წელს - 3).
  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - 100%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 1 შემთხვევა, 2018 წელს - 0).
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - 33.33%-ით. (2017 წლის მარტში აღირიცხა 21 შემთხვევა, 2018 წელს - 14).
  • ყაჩაღობა - 42.42%-ით (2017 წლის მარტში დაფიქსირდა 33 შემთხვევა, 2018 წელს - 19).
  • ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 2.6%-ით (2016 წელს დაფიქსირდა 114 შემთხვევა, 2018 წელს - 111).
  • ცივი იარაღის ტარება - 26.47%-ით (2017 წელს აღირიცხა 34 ფაქტი და 2018 წელს - 25).
  • ნარკოტიკული დანაშაული - 28.32%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 512 ფაქტი, 2018 წელს - 367).
  • დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ - 50%-ით (2017 წელს აღირიცხა 2 ფაქტი, 2018 წელს - 1).
  • დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ 50%-ით (2017 წელს აღირიცხა 2 ფაქტი, 2018 წელს - 1). 

კომენტარები