კრიმინალი

თავისუფლების მეტროსთან ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანთან ორი ახალგაზრდის დაჭრისთვის ორი პირი - 2000 წელს დაბადებული თ.ე. და 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები