დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საჯიდ ჯავიდი დანიშნეს

საჯიდ ჯავიდი
PA Images

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ემბერ რადის გადადგომის შემდეგ თანამდებობას საჯიდ ჯავიდი დაიკავებს.

ის ამ დრომდე ადგილობრივი თემებთან უერთიერთობის მინისტრი იყო.

საჯიდ ჯავიდის მშობლები დიდ ბრიტანეთში პაკისტანიდან 1960 წელს ჩავიდნენ და ის იმ მიგრანტების თაობის წარმომადგენელია, რომელთაც უკანონო დეპორტაცია ემუქრებათ.

ამის გამო ჯავიდმა განაცხადა, რომ სკანდალი, რომლის გამოც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა, პირად შეურაცხყოფად მიიღო.

"ვიფიქრე, რომ ეს შეიძლებოდა შეხებოდა დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს ბიძას, მე." განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ემბერ რადი მიგრაციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა. მან აღიარა, რომ პარლამენტი არალეგალი მიგრანტების საკითხზე საკუთარი დაუდევრობით შეცდომაში შეიყვანა.

საქმე ეხება ე.წ. "Windrush-ის" სკანდალს. ხომალდმა "Windrush" 1948 წელს აფრიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში ასობით მიგრანტი ჩაიყვანა, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მუშახელის ნაკლებობის გამო არსებული სამუშაო ადგილები ადგილები უნდა შეევსოთ. მათი შთამომავლობა "Windrush"-ის თაობის სახელით არის ცნობილი. სკანდალი სწორედ მათ სტატუსს შეეხება.

კვირას The Guardian-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს წლებში რადი არალეგალი მიგრანტების 10%-ის დეპორტაციას გეგმავდა. გეგმის მიხედვით არალეგალ მიგრანტებად ცხადდებოდნენ "Windrush"-ის თაობის წარმომადგენლებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ემბერ რადს ჰქონდა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, მას სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

კომენტარები