დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სკანდალის გამო გადადგა

Daily Express

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ემბერ რადი მიგრაციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა. მან აღიარა, რომ პარლამენტი არალეგალი მიგრანტების საკითხზე საკუთარი დაუდევრობით შეცდომაში შეიყვანა.

საქმე ეხება ე.წ. "Windrush-ის" სკანდალს. ხომალდმა "Windrush" 1948 წელს აფრიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში ასობით მიგრანტი ჩაიყვანა, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მუშახელის ნაკლებობის გამო არსებული სამუშაო ადგილები ადგილები უნდა შეევსოთ. მათი შთამომავლობა "Windrush"-ის თაობის სახელით არის ცნობილი. სკანდალი სწორედ მათ სტატუსს შეეხება.

კვირას The Guardian-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს წლებში რადი არალეგალი მიგრანტების 10%-ის დეპორტაციას გეგმავდა. გეგმის მიხედვით არალეგალ მიგრანტებად ცხადდებოდნენ "Windrush"-ის თაობის წარმომადგენლებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ემბერ რადს ჰქონდა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, მას სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

კომენტარები