NDI-ის კვლევა

NDI: 63%-ის აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორებია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორები (63%) წარმოადგენს.

კერძოდ, გამოკითხულთა 33% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსულ აგრესიად თვლის, 11% - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, 7% - რუსულ პროპაგანდას, ხოლო 2% - ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე.

ამასთან, 9%-ის აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე ტერორიზმია, ხოლო 5%-ის თქმით - თურქეთის ინტერესები საქართველოში. რელიგიურ დაპირისპირებას საფრთხედ მიიჩნევს 4%, Nato-ს და ევროკავშირში გაწევრიანებას - 3%, ეთნიკურ დაპირისპირებებს - 2%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები