ბიძინა ივანიშვილი

ჭიჭინაძე: როცა ივანიშვილი პარტიის მთავარი სახეა, მის ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია

საერთოდ წესია ასეთი, რომ ვისი გაშლილი სუფრაც არის, იმის გვერდზე უნდა დაჯდე და არა მასპინძლად გამოჩნდე იქ. ხომ არის ხანდახან მზე შემაწუხებელია და ჩრდილში გადადის ადამიანი, ამიტომ ესეც სარგებლის მომცემია.

როცა ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის მთავარი სახე და თავმჯდომარე, მე ვფიქრობ, მის  ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან გადადგა, ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

კომენტარები