იმ ბრძენმაკაცმა თავის თავთან დადებული ყველა პირობა, გარდა ერთისა, შეასრულა: არჩევნებით მოვიდა და გადაურჩევლად წავიდა, შექმნა არასამთავრობო და გააუქმა, გასაჭირის ჟამს, მაშინ როცა კაცობრიობა პინგვინთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, ადგა და დაბრუნდა და აწ, დარჩა ერთადერთი დანაპირები: შექმნას ოპოზიციური პარტია, რომელსაც თვითონ ჩაუდგება სათავეში, რათა შეუტიოს ხელისუფლების პარტიას, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში, რამეთუ იგია ინიც და იანიც, იგია ახურამაზდაც და არიმანიც, იგია გაციც და გაიმიც, იგია ზეკაციც და ზეკაცის კრიტიკაც, იგია გაზდვაცატადაძინიც და მერსედესიც, იგია ძრაობაც ხეთა და უძრაობაც კაცთა, რამეთუ ის არის მენცარი და ის არის ვინც არი
tbl.ge/2w9w
დაკოპირდა

საკუთარ facebook-ზე წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. 25 აპრილს მსოფლიოში პინგვინების საერთაშორისო დღე იყო.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




