რუსეთი-სირია

რუსული მედიის ცნობით რუსეთი სირიისათვის S-300 სარაკეტო სისტემის მიწოდებას აპირებს

Sputnik

გაზეთ Kommersant-ის მიხედვით უახლოეს მომავალში რუსეთი სირიის რეჟიმისათვის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემის მიწოდებას აპირებს.

კრემლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნების სარაკეტო დარტყმებმა რეგიონში ატმოსფერო შეცვალა.

"სარაკეტო დარტყმებმა გააუარესა ატმოსფერო სირიაში სამშვიდობო პროცესებისათვის." "დიდი ზიანი მიაგდა საერთაშორისო კანონებს ურთიერთთანამშრომლობის კუთხით." უთხრა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამ სარაკეტო დარყმებმა რუსეთს საკუთარი მოკავშირის, ბაშარ ალ-ასადისათვის სარაკეტო სისტემებზე წვდომის შეზღუდვის მორალური ვალდებულება მოუხსნა.

კომენტარები