მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მაისიდან ენმ ბანკის უსამართლო ვალების აღრიცხვას დაიწყებს

პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების შესვლა. ახლა სადმე რაღაც მოგება რო გაფაჩუნდება. თვითონ აქვთ მთელი ინფორმაცია კლიენტებზე, შედიან ამ კლიენტებთან და ახრჩობენ მათ, ხურავენ მათ წარმოებას, ანადგურებენ მათ ფერმებს, უსპობენ პერსპექტივას, რათა თავისთვის მიიღონ ზე-მოგება და კიდევ უფრო მეტი ფული ჩაიდონ ამ მევახშეებმა ჯიბეში. 

მეორე - გადავადებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შეიზღუდოს. 

მესამე - რა თქმა უნდა, უნდა დავაწესოთ ზედა ზღვრები საბანკო განაკვეთებზე. 

მაისის დასაწყისიდან ნაციონალური მოძრაობა უსამართლო ვალების აღრიცხვას დაიწყებს და ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ შევქმნით საკრიზისო ფონდს, რომელიც 2-წლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს ამ უსამართლო ვალების მიმართ. საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს არ რჩება დრო. ქართულ ოჯახებს არ რჩება დრო. ქვეყანა ცარიელდება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულ პენსიონერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარი პენსია. თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, თითოეულ პოლიციელს და სხვა ოფიცერს ჰქონდეს მინიმუმ 2000 ლარი და რაც მთავარია, მოიხსნას წნეხი მევახშეების მხრიდან ქართულ ოჯახებზე. ეს არის სრულიად რეალისტური რამ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქმედება დაუყოვნებლივ, გადაუდებლად. ჩვენ უნდა ვემზადოთ ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის შემდგომი ეპოქისთვის უკვე დღეს. პარპაში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების საქართველოში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც. გაძლევთ ამის მყარ სიტყვას და მე ნამდვილად, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მოგატყუებთ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა მომავალ შეხვედრამდე. 

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოში, რომელიც დღეს, 21 აპრილს თავის ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა. 

კომენტარები