ლიტერატურა

საქართველოში მწერლები, მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ჩამოვლენ

ტაბულა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ჩამოვლენ. 

ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ეწვევა. მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება, შემდეგ შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველსა და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ნორვეგიელი ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ (სანკტ პეტერბურგის N12), 31 მაისს კი პანელდისკუსია გაიმართება, რომელშიც ერლენდ ლუსა და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის  ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებენ

მწერლების საქართველოში ვიზიტების შესახებ დეტალურად საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ, რომელიც 19 აპრილს, 13 საათზე ROOMS HOTELS Tbilisi-ში გაიმართება.

კომენტარები