შსს

შსს და პროკურატურა: ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

huffingtonpost

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობით, უწყებების თანამშრომლობით ქრთამის მიცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. 

უწყებების ინფორმაციით, 17 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმავე რაიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე, ქალაქ რუსთავში მცხოვრები ლ. ლ. დააკავეს. 

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას გეგმავდა, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ, გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსს, ქრთამის სახით, 20 000 ლარი შესთავაზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები