კრიმინალი

სპორტული შეჯიბრის დროს მკვლელობის მცდელობისთვის, პირს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბ.ხ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისში, შატილის ქუჩაზე მდებარე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, სპორტული შეჯიბრის მიმდინარეობის დროს, ბ.ხ.-სა და ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. განაწყენებულმა ბ.ხ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა, რა დროსაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს პროკურატურა.

ბ.ხ. 2017 წლის 27 ივნისს ზესტაფონის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები