კვლევა

კვლევის მიხედვით, ქალებს პარტნიორთან დროის გატარებას მეგობრებთან ყოფნა ურჩევნიათ

Pinterest.com

კვლევის მიხედვით, დაქოწინებული ქალების 50%-ზე მეტს პარტნიორთან დროის გატარებას, მეგობრებთან ყოფნა ურჩევნიათ.

Champneys Health Spa-მ ბრიტანეთში 1 517 ქალი გამოკითხა, რომელთა ნახევარზე მეტმაც თქვა, რომ დროის უმეტესი ნაწილის გატარება მათ მეგობრებთან ერთად ურჩევნიათ.

უმთავრესი მიზეზი, რატომაც დაქორწინებული ქალების ნახევარზე მეტმა მეგობრებთან ყოფნა არჩია, ის არის რომ მეგობრები მათ უფრო მეტად უსმენენ, ვიდრე პარტნიორები.

სხვა მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ" - ქალების 57%-მა ეს მიზეზი დაასახელა.

"მეგობრებს შემიძლია ვუთხრა ის, რასაც პარტნიორს ვერ ვეუბნები" - 44%.

"ჩვენ ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს" - 41%.

"ბევრს ვიცინით ერთად" - 39%.

"შემიძლია ვიყო ის, ვინც რეალურად ვარ" - 29%.

გამოკითხულთა 60%-მა ასევე თქვა, რომ მათ ურჩევნიათ მეგობრებთან ყოფნის დროს, მხოლოდ გოგოები იყვნენ.

კომენტარები