Game of thrones

GAME OF THRONES-ის ბოლო სეზონის ბრძოლა ყველაზე მასშტაბური და გრძელი იქნება

HBO.com

Game of Thrones-ის ფინალურ სეზონში გამართული ბრძოლა ყველაზე მასშტაბური და გრძელი იქნება, ამის შესახებ სერიალის გადამღები ჯგუფისგან გახდა ცნობილი.

ბრძოლის სცენას გადამღები ჯგუფი 55 დღის განმავლობაში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე იღებდა. გადაღების სიგრძითა და ლოკაციების ცვლილებით, მან მეექვსე სეზონში "ნაბიჭვრების ბრძოლას" აჯობა, რომელსაც 25 დღის განმავლობაში იღებდნენ.

სერიალის გულშემატკივრების რამდენიმე საიტმა რეჟისორის ასისტენტის, ჯონათან ქუინლანის წერილი გაავრცელა, რომელიც მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს მადლობა უხდის. წერილის ამსახველი ფოტოები უკვე წაშლილია ინტერნეტიდან.

"ეს წერილი ღამის დრაკონებს ეკუთვნით 55 დღიანი ბრძოლისა და ღამისთვის. სიცივის, თოვლის, წვიმის, ტალახის და იმ ლოკაციების გაძლებისთვის, რომლებზეც ბრძოლას ვიღებდით. როდესაც, ერთი წლის შემდეგ, 10 მილიონამდე ადამიანი უყურებს ამ სცენას, მათ არ ეცოდინებათ რამდენად ძნელი იყო ამის გადაღება. ისინი არ იდარდებენ როგორი დაღლილები იყავით თქვენ და რამდენად ძნელი იყო ასეთ სიცივეში მუშაობა. ისინი, უბრალოდ გაიაზრებენ, რომ უყურებენ ისეთ რამეს, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. ეს ყველაფერი კი თქვენ გამო ხდება" - წერს ჯონათან ქუინლანი. 

Game of Thrones-ის მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა.

კომენტარები