უბედური შემთხვევა

პეკინის ქუჩაზე, ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს

flickr

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ისინი CO-თი მოიწამლნენ.

"ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მე-3 ნაწილით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები