დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კობახიძე: მთავარია პარტიაში პრინციპები განვიხილოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ

საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. ჩვენ არ გაქვს პრობლემები. საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, მცირე ინცინდენტები პრობლემას ზოგადად ვერ შექმნის. ჩვენთან პროცესები სწორადაა დაგეგმილი, არის კონკრეტული წრე ადამიანების, რომლებიც განიხილავენ საკითხებს, მათ შორის, ეს არის მაგალითად, გარკვეული ფორმატი, რომელიც გვაქვს უმრავლესობაში, სადაც წარმოდგენილი არიან სპიკერატის წარმომადგენლები, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელები, ფრაქციების თავმჯდომარეები, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ლიდერი. არის სხვადასხვა ფორმატი, სადაც განიხილება საკითხები და სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ დისკუსიის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ჩვენ მთავარია განვიხილოთ პრინციპები და მე დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი დეპუტატები მომავალში ამ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე საუბრობს ქართულ ოცნებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე

კომენტარები