სავაჭრო ომი

ტრამპი ჩინეთს ახალი ტარიფებით ემუქრება, რომელიც $100,000,000,000-ის პროდუქციას დაბეგრავს

Time

დონალდ ტრამპი ჩინეთის მიერ ამერიკისთვის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ახალი საგადასახადო ბარიერების შემოღებას განიხილავს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტრამპმა შესაძლოა ტარიფები დააწესოს $100 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე, რაც ამერიკელებს ჩინურ პროდუქციას გაუძვირებს. 

ეს გადაწყვეტილება სი ძინპინის მიერ 2 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების პასუხია. ჩინეთმა $25-იანი ტარიფით დაბეგრავს ამერიკულ ხორცსა და ალუმინს, ხოლო ხილის, ღვინის და კიდევ 120 დასახელების პროდუქტის 15%-ით დაბეგვრა მოხდება. ჯამში ჩინეთმა $3 მილიარდის მოცულობის ამერიკულ იმპორტს დაადო ტარიფი.

ჩინეთის მიერ 2 აპრილს შემოღებული ტარიფი ტრამპის მიერ მარტში მიღებული ტარიფების საპასუხოა. ამერიკამ $100 მილიარდის მოცულობის ჩინურ ალუმინსა და ფოლადს 25%-იანი ტარიფი დაუწესა. 

ტრამპის მტკიცებით, ეს ახალი ტარიფი ამერიკულ ფოლადის ინდუსტრიას იაფი იმპორტისგან დაიცავს. თუმცა, ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური ეფექტი რეალობაში დადებითი ვერ იქნება და ის მხოლოდ უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, ამ გადაწყვეტილებით, ამერიკამ დაიწყო პროცესი რომელსაც სავაჭრო ომი ეწოდება. ამ დროს ქვეყნები ერთმანეთს ახალ-ახალ საპასუხო სავაჭრო ბარიერებს უწესებსენ, რის შედეგადაც ყველაზე მეტად ამ ქვეყნების მოსახლეობა და ბიზნესი ზარალდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისინი იაფი უცხოური პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას კარგავენ.

ინდუსტრიები, რომელთა მთავარი ნედლეულიც ტრამპის მიერ დაწესებული პირვანდელი ტარიფების ნედლეული ანუ ფოლადი და ალუმინია 17 მილიონ ამერიკელს ასაქმებენ. ეს ინდუსტრიებია მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა და სხვა.

ახალი ტარიფების გამო გაძვირდება ამ ინდუსტრიების მთავარი ნედლეული, რაც მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა. 2002 წელს ჯორჯ ბუშმაც გაზარდა იმპორტულ ფოლადზე ტარიფები, რასაც ამ სექტორებში დასაქმებულთა 200,000-ით შემცირება მოჰყვა.

2017 წელს ჩინეთის ექსპორტმა აშშ-ში $505 მილიარდი შეადგინა. ამერიკული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში კი $130 მილიარდი იყო. შესაბამისად, ჩინეთის დადებითი სავაჭრო სალდო აშშ-სთან $375 მილიარდია.

კომენტარები