საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ახლად გახსნილ კინოთეატრებში "შავ პანტერას" აჩვენებენ

AFP

18 აპრილს საუდის არაბეთში 35 წლის შემდეგ პირველად კინოთეატრები ხელახლა გაიხსნება.

გავრცელებული ცნობით პირველი ფილმი, რომელსაც ახლად გახსნილი კინოთეატრები აჩვენებენ Marvel-ის "შავი პანტერა" იქნება.

მომდევნო 5 წლის მანძილზე 15 ქალაქში ჯამში 40 კინოთეატრი გაიხსნება.

2030 წლამდე ქვეყანაში 300 კინოთეატრის გახსნა იგეგმება.

ქვეყანაში კინოთეატრები 1980-იანი წლების დასაწყისში ისლამისტების მოთხოვნით აიკრძალა.

საუდის არაბეთის კულტურის მინისტრის აზრით ეს ინიციატივა ეკონომიკური ზრდისთვის სასარგებლო იქნება და კულტურის სექტორს განავითარებს.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ წამოწყებული რეფორმების ფარგლებში ქვეყანაში ბევრი აკრძალვა შერბილდა. მათ შორის ქალებს მიეცემათ უფლება მართონ მანქანა და სპორტულ თამაშებს სტადიონებზე ოჯახებთან ერთად დაესწრონ.

კომენტარები