გუგული მაღრაძე

მაღრაძე: დამტკიცებული საბუთი და ფოტო დაიდო - 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შეიძლება

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე საკუთარ facebook-ზე წერს, რომ 10 ლარად 4 ლიტრი ზეთის ყიდვა მართლაც შეიძლება და ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს. მაღრაძე კარფურში გადაღებულ ფოტოს აზიარებს წარწერით:

"მადლობა ინფორმაციისათვის, დამამტკიცებელი საბუთებიც ამ ფოტოებით დაიდო, რომ ჩემი ნათქვამი - 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შესაძლებელია, მართალი ყოფილა (ისე როგორც სხვა რამ რასაც ვამბობ ხოლმე). თქვენთან ერთად ვიმედოვნებ რომ ამ "უმნიშვნელოვანესი " საკითხის გამო აღარ დაიტვირთება ძვირფასი საეთერო დრო", - წერს მაღრაძე.


ფოტო: facebook.com/guguli.magradze.5

შენიშვნა: მზესუმზირის ზეთ КАРОЛИНА-ს მწარმოებლის, კომპანია Благо-ს ვებგვერდის მიხედვით, ზეთი არა სტანდარტული 1 ლიტრის მოცულობით, არამედ 0.9 ლიტრის მოცულობით იყიდება. ზეთის მწარმოებლები ხშირად 1 ლიტრზე ნაკლები მოცულობის 0.8-0.9 ლიტრის ზეთის ბრენდებსაც ასახამენ. ასეთი ბრენდები უმეტესად ბაზრის ქვედა სეგმენტზეა გათვლილი. იმის გამო რომ ზეთის მოცულობა 1 ლიტრზე ნაკლებია, მისი ღირებულებაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ 1-ლიტრიანი ზეთის ფასია. ამის გამო მომხმარებელთა ნაწილი მათზე აჩერებს საკუთარ არჩევანს. 

გუგული მაღრაძემ იბერიას ეთერში თქვა:

"შედით კარფურში, 2,88 ლარი ღირს ერთი ბოთლი ზეთი და აღარ დამთავრდა ამ ზეთზე ლაპარაკი? ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ხორცი რა ღირს, ეს რა ღირს, ის რა ღირს. ყველაფერი ვიცი, რა რა ღირს, იმიტომ რომ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც შაბათობით და კვირაობით მიდის მაღაზიაში და ყიდულობს იმას, რაც სჭირდება ოჯახს. ერთხელ ფეისბუქზე ვიღაც წერდა, ქალბატონო გუგული, რამდენი ხანია, კვერცხი და მაკარონი არ გიჭამიათო. კვერცხიც მიჭამია, მაკარონიც და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მე ჩემი კეთილსინდისიერი შრომით, 22 წლის ასაკიდან სულ ვმუშაობ და არასდროს ვყოფილვარ უმუშევარი, და სულ ვმუშაობ ისეთი ადგილას, სადაც ნორმალური ანაზღაურებაა. ვისაც ოჯახში განათლება აქვს მიღებული, ყველა მუშაობს. ჩვენ არ ვეკუთვნით მდიდარ ოჯახებს, მაგრამ არც ღარიბ ოჯახებს, ვართ ჩვეულებრივები."

გუგუგლი მაღრაძე მზესუმზირის ზეთის ფასზე ჯერ კიდევ 2015 წელსაც საუბრობდა. მაშინაც მაღრაძე ამბობდა, რომ 10 ლარად 4 ლიტრი ზეთის ყიდვა იყო შესაძლებელი. 

მაღრაძე ზეთის ფასზე - 2015 წლის დეკემბერი

 

კომენტარები