მტკივნეულად რომ განვიცდი მე ჩემს წონას, ამიტომ ვამბობ რომ თავიდანვე, პატარაობიდანვე უნდა იყოს ორიენტაცია იმაზე რომ ბავშვებს ვასწავლოთ სწორი კვება, ვარჯიში. 40 წლის ასაკში რომ აღმოაჩენ რომ წონა გაქვს და ცუდი ჩვევები გაქვს, მერე უკვე თითოეული ჩვევის დაძლევას უნდა დიდი ფსიქოლოგიური ჭიდილი. არასწორი კვება ცუდი ჩვევაა, მჯდომარე ცხოვრება... ამერიკელები ჩვენთან რომ ჩამოდიან მაშინვე გვეკითხებიან სასტუმროში არის სავარჯიშო დარბაზი, არის შესაძლებლობა ვირბინოთ, ვიაროთ? ასეთი ხომ თითზე დასათვლელია საქართველოში ადამიანი. ფეხით სიარული ხომ შეიძლება? გქონდეს ჩვევა, რომ ყოველ საღამოს ფეხით გაიარო. დიეტაზე მეტ-ნაკლებად ვარ ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ მოვიმატებ.
tbl.ge/3nzz
დაკოპირდა
დეპუტატი გუგული მაღრაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირადი ნივთები"
ამავე თემაზე
- მაღრაძე გვენეტაძეს: პერმანენტული აქციები მოქმედებს თუ არა დოლარის და ლარის მიმართებაზე?
- მაღრაძე: ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, მიჭირს ხოლმე რიტმს არ ავაყოლო ტანი
- მაღრაძე: კლუბში ისეთი ხმაურია, 1 საათის მერე ვერ ვძლებ
- მაღრაძე: უხერხულია 40-50 წლის ადამიანი წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდეს
- მაღრაძე: არა მხოლოდ დეპუტატებს, ჟურნალისტებსაც სჭირდებათ ეთიკური სტანდარტები