რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი ისრაელს: ტერორისტული სახელმწიფო ხართ რომელიც მსოფლიოში არავის მოსწონს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს "ტერორისტი" უწოდა. მან კომენტარი ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა და ნეთანიაჰუს მიმართა:

"შენ ხარ დამპყრობელი და ახლა ამ ტერიტორიებზე როგორც დამპყრობელი ისე იმყოფები. ამავე დროს, შენ ხარ ტერორისტი."

მან ისრაელის სახელმწიფოს "ტერორისტული" უწოდა. "ცნობილია, რაც ჩაიდინეთ ღაზაში და რაც ჩაიდინეთ იერუსალიმში. არავის არ მოსწონხართ მსოფლიოში."

ერდოღანის განცხადებებს ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა:

"ისრაელის არმია დარიგებებს არ მიიღებს მათგან, ვინც განურჩევლად ბომბავენ მშვიდობიან მოქალაქეებს წლების მანძილზე."

შგახსენებთ, რომ ღაზას სექტორთან პალეტინელ მომიტინგეებსა და ისრაელის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა. მათგან 8 ჰამასის წევრი იყო.

დაშავდა კიდევ 773 ადამიანი. მათ უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.

ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის საზღვართან აქციას სახლების დაბრუნების მოთხოვნით მართავს, რომელიც მათი თქმით ისრაელმა მიიტაცა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი თქმით გარდაცვლილები ისრაელის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

პალესტინელების თქმით ისრაელის არმია არაპროპორციულ ძალას იყენებს. მათი თქმით საზღვართან ტანკები და სნაიპერები არიან მობილიზებული, ხოლო ცრემლსადენი გაზის გასაშვებად დრონებს იყენებენ.

გაერომ ინციდენტის გამოძიება მოითხოვა, რაზეც ისრაელმა უარი განაცხადა.

კომენტარები