იმის მაგივრად, რომ პრემიერ მინისტრი კონცენტრირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული უზარმაზარი პრობლემების გადაჭრაზე, ღელავს ოპოზიციაზე, კერძოდ ევროპულ საქართველოზე. ამ კაცმა ჩვენი ორი მოქალაქის საზარელი მკვლელობის შემდეგ მისწერა მავნებლური და საზიანო წერილი ქვეყნისთვის რუსეთის ფედერაციას და ახლა არის გაბუტული იმაზე, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაფერისი რეზოლუცია და ჟენევაში ჩავარდა რუსული გეგმა საზოგადოებრივი წნეხის და ჩვენი მოკავშირეების პოზიციის გამო. ახლა თავს იმართლებს პუტინის და კარასინის შავრაზმელი მოკავშირეების წინაშე ჩვენი ქვეყნის შიგნით. ჩვენ, ევროპული საქართველო, კონცენტრირებული ვართ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კონკრეტულ შედეგებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხოლო მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდს შევცვლით არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე.
tbl.ge/2uzx
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროპულმა საქართველომ საოკუპაციო ძალასთან ერთად მძიმე ვითარება შექმნა.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




