გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: გამორიცხულია ენმ-სთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან თანამშრომლობა

რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ყოფნა ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, რა თქმა უნდა, რომლებმაც ვერ აიცილეს თავიდან ერთერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან [ენმ] ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, მეგობრობა. ქართული ოცნება დღეს არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად მიჰყავს წარმატებისკენ. 

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ენმ-ზე და იმ პარტიებზე, რომლებიც ენმ-ს გამოეყო.

კომენტარები