სამთავრობო ცვლილებები

თარგამაძე: მაია ცქიტიშვილი კანცელარიაში პრემიერმინისტრების ზედამხედველი იყო

ტაბულა

"რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს. მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერ-მინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო. გუშინ თუ დააკვირდით ალავიძის დამცველების სიმრავლეს, მიხვდებოდით, რამდენ ადამიანზე ნაწილდება კორუფციული სქემით ამოქაჩული თანხები",- სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბირიფინგზე თქვა გივი თარგამაძემ.

სწორედ გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა წარადგინეს გუშინ სამინისტროში არსებულ დარღვევებზე ინფორმაცია. მაშინ ოცნების დეპუტატებმა დაგეგმილი ცვლილებები უარყვეს, დღეს კი პრემიერმინისტრმა ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარადგინა. 

ცქიტიშვილი 2012 ოქტომრბიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია Cartu Management-ს ხელმძღვანელობდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქმედებს სქემა, როდესაც მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს. ხოლო იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ გზების დეპარტამენტში გადადიან.

ევროპულმა საქარტველომ დღეს სუს-ში მიიტანა დოკუმენტები, რომლებიც გზების დეპარტამენტში არსებულ კორუფციულ სქემებს ასახავს. 

კომენტარები