უკანონო სათამაშო აპარატები

კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქებში თბილისში, ბათუმსა და სენაკში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი." - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმიდნარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები