სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: ვისაც ტაიმერი აქვს დაყენებული ჩემს წასვლაზე, მათი საცოდაობით აღარ ვარ

მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, ასევე იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს  და დაყენებული აქვთ „ტაიმერები“ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს „ტაიმერი“ რამდენიმე წელი, მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. ასე ვთქვათ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა.

პრემიერმინისტრი სამთავრობო ცვლილების შესახებ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ზურაბ ალავიძე მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა.

კომენტარები