არჩილ ტატუნაშვილი

პრემიერი ტატუნაშვილზე: რუსეთი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა

რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად - ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები. ასე, რომ ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს. რა თქმა უნდა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეთ და ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიროგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა

კომენტარები