გენდერული კვოტირება

ვინ დაუჭირა და ვინ არა გენდერულ კვოტირებას მხარი

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო. 66 მომხრე, 14-წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კანონპროექტს 75 ხმა სჭირდებოდა.

კვოტირებას მხარი უმრავლესობის 64-მა წევრმა და 2-მა ოპოზიციონერმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა დაუჭირეს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით დეპუტატების სია, რომლებმაც გენდერულ კვოტირებას არ მისცეს ხმა:

  1. რევაზ არველაძე (ოცნება)
  2. ბიძინა გეგიძე (ოცნება)
  3. გია ვოლსკი (ოცნება)
  4. კობა ნაკაიძე (ოცნება)
  5. კობა ნარჩემაშვილი (ოცნება)
  6. კახა ოქრიაშვილი (ოცნება)
  7. ზაზა პაპუაშვილი (ოცნება)
  8. გედევან ფოფხაძე (ოცნება)
  9. ედიშერ თოლორაია (ოცნება)
  10. კარლო კოპალიანი (ოცნება)
  11. გიორგი კოპაძე (ოცნება)
  12. სამველ მანუკიანი (ოცნება)
  13. ნუკრი ქანთარია (ოცნება)
  14. შოთა შალელაშვილი (ოცნება)

მხარი დაუჭირეს:

  1. გიორგი ბეგაძე
  2. გია ბენაშვილი
  3. ირაკლი ბერაია
  4. ეკა ბესელია
  5. ზაზა გაბუნია
  6. ნინო გოგუაძე 
  7. ელგუჯა გოცირიძე
  8. რომან გოციძირიძე (ენმ)
  9. ოთარ დანელია
  10. მახირ დარზიევი
  11. ისკო დასენი
  12. ვანო ზარდიაშვილი
  13. აკაკი ზოიძე
  14. ცოტნე ზურაბიანი
  15. არჩილ თალაკვაძე
  16. გიორგი თოთლაძე
  17. რატი იონათამიშვილი
  18. გიორგი კახიანი 
  19. ზვიად კვაჭანტირაძე
  20. შალვა კიკნაველიძე
  21. სოფო კილაძე
  22. ირაკლი კობერიძე
  23. ლევან კობერიძე
  24. ლევან კობიაშვილი
  25. ირაკლი კოვზანაძე
  26. თემურ კოხრეიძე
  27. კუდბა სვეტლანა
  28. კახა კუჭავა
  29. გიორგი ლომია
  30. კობა ლურსმანაშვილი
  31. დავით მათიკაშვილი
  32. გენადი მარგველაშვილი
  33. გუგული მაღრაძე
  34. ენძელა მაჭავარიანი
  35. გურამ მაჭარაშვილი
  36. მამუკა მდინარაძე
  37. ირაკლი მეზურნიშვილი
  38. გრიგოლ მიქელაძე
  39. სიმონ ნოზაძე
  40. ბექა ნაცვლიშვილი
  41. ბექა ოდიშარია
  42. ანრი ოხანაშვილი
  43. გია ჟორჟოლიანი
  44. სალომე სამადაშვილი (ენმ)
  45. გელა სამხარაული
  46. დიმიტრი სამხარაძე
  47. ირაკლი სესიაშვილი
  48. დავით სონღულაშვილი
  49. ირინა ფრუიძე
  50. სოფო ქაცარავა
  51. მერაბ ქვარაია
  52. ზაქარია ქუცნაშვილი
  53. მიხეილ ყაველაშვილი
  54. თამარ ჩუგოშვილი
  55. დიმიტრი ცქიტიშვილი
  56. ნინო წილოსანი
  57. ივანე წულაია
  58. დავით ჭიჭინაძე
  59. თემურ ჭკუასელი
  60. ლერი ხაბელოვი
  61. ფატი ხალვაში
  62. გიორგი ხატიძე
  63. ირაკლი ხახუბია
  64. თამარ ხულორდავა
  65. ზაზა ხუციშვილი
  66. მარიამ ჯაში

"მომდევნო კვირაში პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს, იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე- 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იგი უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობით. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და პარტიებს ავალდებულებდა, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

კომენტარები