ამ ეტაპზე მე სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, როგორც იცით კონკრეტული პირები არიან ბრალდებულის სახით დაკავებული. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება ყველა მტკიცებულების შეფასება და მათ საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები რა თქმა უნდა, მიიღებენ ადეკვატურ ზომებს.
tbl.ge/2ufe
დაკოპირდა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე რუსთავი ორის ჟურნალისტებზე ქართული მარშის წევრების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. ბრალდებულის სახით ქართული მარშის 6 წევრი არის დაკავებული.
ამავე თემაზე
- კორკოტაშვილი: ოცნებამ ხალხი მოატყუა, ხალხს შეუსრულა, რა
- ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი ზუგდიდში, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან მიიჭრა
- შიხიაშვილი: აქციის გამართვა ღვთისმშობელმა დამავალა
- მელიას ოფისთან პუტინისტები მივარდნენ, აქციაზე ფაშისტური შეძახილები ისმის
- ბრეგაძე ჩანაწერზე: პრანკები გავაკეთეთ და ამ პრანკების მახეში გაებნენ ეს ადამიანები




