უბედური შემთხვევა

ბათუმში მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

metro.us

ბათუმში მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სამუშაოს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.  

კომენტარები