ე.წ ქართული მარში

ოთარ კახიძე: არ არსებობს რელიგიური გრძნობები, შესაბამისად, მათ ვერ შეურაცხყოფ

არ არსებობს რელიგიური გრძნობები.შესაბამისად, მათ ვერ შეურაცხყოფ.ამ ტერმინს იყენებს პუტინის რუსეთი, მისი ეკლესიით და მუსლიმი ტერორისტები შიშისა და ტოტალიტარიზმის დასანერგად.ასევე მემარცხენე აქტივისტები და სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის ცენზორები გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

წამყვანის უწყინარი (ან თუნდაც საწყენი) ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა არასწორია, მით უმეტეს, მოძალადეთა მოვარდნის შემდეგ.ამით მკვიდრდება ცენზურა, ხდება ჟურნალისტების დემორალიზება, ხალისდება ძალადობა, გამარჯვებას ზეიმობენ პრორუსი ორკები, ზარალდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში.

Giorgi Gabunia არაფერი საბოდიშო არ გითქვამს, უკან არ დაიხიო!

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე საკუთარ Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დღეს ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგს - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები