ე.წ ქართული მარში

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: ქართული მარშის მრავალ წევრს რუსეთთან კავშირები აქვს

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ესტონეთის საგარეო დაზვერვამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და რუსეთზეც არის საუბარი.

ესტონეთი, გარდა იმისა, რომ მცოცავ ოკუპაციაზე საუბრობს, მიუთითებს რუსეთის რბილ და ხისტ ძალაზე საქართველოში.

ანგარიშში ნახსენებია ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრი და აღნიშნულია, რომ ის რუსული გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენება.

"საქარველოში პრიმაკოვის ცენტრი ორგანიზებას უწევს რუსული ენის კურსებს, აცნობს რუსულ კულტურას და ისტორიას, აწყობს კონფერენციებსა და სემინარებს. მათი რეალური მიზანი რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციების მხარდაჭერაა. ამასობაში, რუსეთი დეკემბერში გეგმავდა, გაეხსნა რუსული გავლენების საქმიანობისთვის სხვა ცენტრი გაეხსნა - "რუსკი მირის კულტურული ცენტრი"."რუსკი მირის ფონდი", ამ ერთი შეხედვით "უცოდველი" აქტივობებით ასევე შეიქმნა და მუშაობს რუსული გავლენების სასარგებლოდ", - წერია ანგარიშში.

ესტონეთის საგარეო დაზვერვა მიუთითებს ქართულ მარშზეც, რომელიც "ქართული ღირებულებების დაცვის მოტივით, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და წერს, რომ მის მრავალ წევს რუსეთთან კავშირები აქვს.

"გასულ წლებში საქართველოში ასევე გამოიკვეთა ე.წ ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდა. "ქართული მარში", 2017 წლის ექსტრემისტული მოძრაობების ქოლგა ორგანიზაცია ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ამოცანაა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური ღირებულებების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში, ეს კი, დიდი ალბათობით, საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას.

ეს ძალიან აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ხალხის მხარდაჭერას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ - პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც 15 წელია, მიღწეულია - ისევე, როგორც შექმნას შიდაპოლიტიკურ დაძაბულობა და კონფლიქტი ქართულ საზოგადოებასთან. ქართული მარშის ლიდერებს შორის მრავალ ადამიანს აქვს კავშირები რუსეთთან და მის გავლენიან აქტორებთან", - წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

კომენტარები