მუსიკა

ივლისში თბილისში Cigarettes After Sex დაუკრავს

ცნობილი ტეხასური ჯგუფი Cigarettes After Sex 2018 წლის ივლისში საქართველოში დაუკრავს. 

ამის შესახებ ჯგუფმა თავადაც დაწერა Instagram-ის კომენტარებში, სადაც მათ ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა თბილისში ჩამოსვლას.



ჯერჯერობით უცნობია, ვისი ორგანიზებით ხდება ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანა. ტაბულა დაუკავშირდა Alter Vision-ს იმის გასარკვევად, ხომ არ ჩამოჰყავდათ ისინი Tbilisi Open Air 2018-ის ფარგლებში, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯგუფის ჩამოყვანა უარყვეს. 

ამასთან, ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს Check-in Georgia-ს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამერიკული Ambient Pop ბენდი 2008 წელს დაარსდა და ის 4 წევრისგან შედგება. 2017 წელს მათ პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვეს, სახელწოდებით Cigarettes After Sex, რომლის მოსმენაც აქვე შეგიძლიათ:

კომენტარები