სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისის რამდენიმე რესტორანს დაღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის რამდენიმე რესტორანსა და კაფე-ბარში დარღვევები გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში.

7 რესტორანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა 1000 ლარით.

  • თაღლაურა
  • ძველი ქალაქი
  • კაფე კალა
  • პლაზა ჰოლი
  • კრუიზი
  • ოქროს კათხა
  • მუხამბაზი

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი.

  • ბაბილო
  • კახელები
  • თაშრე
  • მწვადიაური
  • კერია
  • ტეხასი
  • ლაკადა
  • ფაიტონი
  • რესტორანი თევზის სახლი

დარღვევა არ გამოვლინდა 3 რესტორანში.

  • ლუდის მოედანი
  • წისქვილი
  • ჭაშნაგირი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საკვები ობიექტების შემოწმების პროცესი ისევ გრძელდება.

კომენტარები